Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697590&print=yes&view=jobs
 
ტენდერი - აუდიტორული მომსახურების შესყიდვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - აუდიტორული მომსახურების შესყიდვა
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე.

ინფორმაციაო ორგანიზაციის შესახებ:

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში.

ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ ბავშვთა, პირთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების და პროექტების განხორციელების საშუალებით.

დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს სახელმწიფო სოციალური პროგრამების ფარგლებში და ასევე დონორების მხარდაჭერით თბილისში, მარნეულში და დმანისში.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ:

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" იწვევს პოტენციურ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კატეგორიაზე: ორგანიზაციის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" აქვს საქველმოქმედო სტატუსი და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ყოველწლიურად სავალდებულო აუდიტის ჩატარებას. ამჟამად ვაცხადებთ ტენდერს 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაზე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, გარე ფინანსური აუდიტის ჩატარების ვადები (აუდიტის დასრულების ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 მარტისა) და ღირებულება.

შერჩეულ კომპანიას წვდომა ექნება აღნიშნული აუდიტისთვის საჭირო ყველა შესაბამის დოკუმენტზე.

შერჩეულმა კომპანიამ აუდიტის ფარგლებში დამუშავებული ყველა ტიპის ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას.

მეთოდოლოგია:

** აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია და ტექნიკა უნდა იყოს საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების შესაბამისი.

მოთხოვნები:

** კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** კომპანიას უნდა გააჩნდეს აუდიტის ჩატარების გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გრანტები და ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს;
** კომპანიას უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არსებული შესაბამისი კანონების, რეგულაციების და წესების კარგი ცოდნა.

ანგარიში:

** კომპანიამ აუდიტის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი შემაჯამებელი ანგარიში ქართულ და სასურველია ინგლისურ ენებზე არაუგვიანეს 30 მარტისა.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება

ტენდერში მონაწილე კომპანიამ შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს ორგანიზაციის ელექტრონული მისამართზე dcfs.georgia@gmail.com, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 6 თებერვალი 2026 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "აუდიტორული მომსახურება".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია