|
დასახელება:
მთავარი იურისტი
|
| მომწოდებელი:
ევროინს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
სადაზღვეო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე:
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო.
"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. "ევროინსში" დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.
"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის N24
** ანაზღაურება: 3 250 ლარი (სახელმწიფო გადასახადების ჩათვლით)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასამართლო წარმომადგენლობა: კომპანიის ინტერესების დაცვა საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და არბიტრაჟში (სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების სრული მართვა);
** საპროცესო წარმოება: სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების შედგენა;
** სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის ზედამხედველობა;
** სადაზღვევო, მომსახურების და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებების მომზადება/ვიზირება;
** სადაზღვევო კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (წერილები განცხადებები და სხვა) წარმოება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრიატი სავალდებულოა; მაგისტრატურა - ჩაითვლება უპირატესად);
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
** სპეციალიზაცია (სავალდებულო): სასამართლო დავების წარმოების დადასტურებული გამოცდილება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით);
** სპეციალიზაცია (სასურველი): სადაზღვევო სამართლის ცოდნა და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება სერიოზულ უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 5 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი იურისტი.
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|