|
დასახელება:
კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი მიკროავტობუსით ხაშურში, ქარელი-გორის მიმართულებით სამუშაოდ.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა) !
ძირითადი მოვალეობა:
გორის, კასპის და ქარელის რაიონში გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** მისამართი: ქ.ხაშური, იმერეთის ქ.N34;
** სამუშაო არეალი: გორი, ქარელი, კასპი;
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 3 ან 4 სამუშაო დღე,
შაბათ-კვირა - დასვენება;
** ანაზღაურება: 70 ლარი დღეში + საწვავი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი მიკროავტობუსი (მარშრუტკა);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV): https://easyway.bo.ge/recruit/form/781a9b4beead1465fbad33bddffc6aef
დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03
|
|
|
|