|
დასახელება:
საკვეთი პლოტერის და საბეჭდი პრინტერის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
არ სი სოლუშენს
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
შპს "არ სი სოლუშენსის" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება და საწარმოს ოპერირება, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულების ლითონის ანაკრების პროდუქციის წარმოება, ლითონის მცირე და საშუალო ზომის კონსტრუქციების წარმოება. ამასთან, კომპანია აწარმოებს სტანდარტულ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებს და ინდივიდუალურ საგზაო ნიშნებს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
შპს "არ სი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას საკვეთი პლოტერის და საბეჭდი პრინტერის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ქ. თბილისი, ეველინა თავაძის 32 "გ"
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
** შუქამრეკლი ფირის საჭრელი დანადგარის ოპერირება
** დანადგარის გამართულად მუშაობისთვის, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული პროცედურებისა და რეკომენდაციების შესრულება
** CNC (პლოტერი) დანადგარის და პრინტერის მართვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** CNC (პლოტერი) დანადგარზე პრინტერის შესაბამისი ოპერაციების შესრულება და კონტროლი
** ნახაზების წაკითხვა, პროგრამულად დამუშავება და მათი მიხედვით სწორი ჭრა
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** CNC (პლოტერი) დანადგარის და პრინტერის მოვლა-შენახვა დადგენილი რეგულაციების მიხედვით
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება
** ახალი დოკუმენტის შექმნა და მისი პარამეტრებით
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
** კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.
** უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ინფრომაციის სწრაფად ათვისების უნარი, სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი
** ფირის საჭრელ დანადგართან მუშაობის გამოცდილება
** კარგი არითმეტიკული უნარების ფლობა
** ნახაზების კითხვა, სასურველია დამაკმაყოფილებელ დონეზე
** Corel Draw პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** CNC (პლოტერი) ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rcsolutions.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|