Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697561&print=yes&view=jobs
 
გამყვანი ტუროპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყვანი ტუროპერატორი
მომწოდებელი: Avia.ge
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"Avia.ge"  აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტუროპერატორის პოზიციაზე.

"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ მომხმარებლებთან პერიოდული კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** როგორც პოტენციური ისე არსებული მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქციისა  და მომსახურების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები და უნარები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: 1500 (ფიქსირებული, ხელზე ასაღები) + მაღალი საბონუსე სისტემა

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად.

შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში
გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@aviage.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტურ-ოპერატორი" (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია