Робота для біженців з України
პასუხისმგებელი ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პასუხისმგებელი ფარმაცევტი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას პასუხისმგებელი ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და დაბრუნების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასა და GDP სტანდარტებთან;
** რეგულატორული შემოწმებებისთვის (GDP აუდიტი, ინსპექცია) მომზადება და პროცესის კოორდინაცია;
** პროდუქტების შენახვის პირობების დაცვა/კონტროლი;
** ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოება, განახლება და დაარქივება;
** საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** მარაგების პერიოდული ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
** GDP სტანდარტების ცოდნა დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე (ფარმაცევტული საწყობი, აფთიაქი, დისტრიბუცია)მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
** ანალიტიკური აზროვნება და რისკების შეფასების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@innoteam.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

hr@innoteam.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე