Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო მოლი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"სამშენებლო მოლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** მოლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ბრენდის ცნობადობის ზრდა ბაზარზე
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა
სოციალური ქსელები, ვებგვერდი, კონტენტ მარკეტინგი
** პარტნიორ კომპანიებთან, მომწოდებლებთან და სააგენტოებთან ურთიერთობა
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე მუშაობის უნარი
** ბაზრის კვლევის ჩატარების გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული თვისებები
** შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და ეფექტური გადაჭრის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლში საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.constructionmall@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "მარკეტინგის მენეჯერი" (სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება).

პერსონალური მონაცემების დაცვა:

სამშენებლო მოლი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით და გამოყენებული იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე