Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: სამშენებლო მოლი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"სამშენებლო მოლი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია, რომელიც მიმართულია მოგებისა და ფართების შევსებულობის ზრდისკენ.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოს პოტენციალის ანალიზი.
** მოიჯარეების მოზიდვა, მოლაპარაკებების წარმოება და საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება.
** მოიჯარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
** ვაკანტური ფართების მართვა და შევსებულობის მაჩვენებლის კონტროლი.
** საიჯარო პოლიტიკის განსაზღვრა და იჯარის ფასწარმოქმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება (სასურველია სამშენებლო, საცალო ვაჭრობის ან მოლების მართვის სფეროში);
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისა და ბიუჯეტთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული თვისებები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და ეფექტური გადაჭრის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლში საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.constructionmall@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "კომერციული დირექტორი" (სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება).

პერსონალური მონაცემების დაცვა
სამშენებლო მოლი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით და გამოყენებული იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე