Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო მოლი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"სამშენებლო მოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** მოლის კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** მოიჯარეების მოზიდვა და თავისუფალი სავაჭრო ფართების გაქირავება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება
** გაყიდვების გეგმების და შემოსავლის მიზნების შესრულების კონტროლი
** არსებულ მოიჯარეებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი კომერციული შეთავაზებების მომზადება
** ფასდაკლებისა და სპეციალური პირობების პოლიტიკის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ლიდერული თვისებები;
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და ეფექტური გადაჭრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის შესაძლებლობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოლში საქართველოში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.constructionmall@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი: (სათაურის მითითების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება).

პერსონალური მონაცემების დაცვა:

სამშენებლო მოლი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით და გამოყენებული იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე