|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ვიდუ
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი.
"ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.we-do.ge
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (შაბათ-კვირა დასვენება)
მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინის მომზადება დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა
** საგამოფენო სტენდის დიზაინზე მუშაობა
** 3D ვიზუალიზაცია
** მუშა ნახაზების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** შემდეგი პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max.
** კარგი სივრცითი აღქმა და ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის ცოდნა.
** 3D მოდელირების ცოდნა (აუცილებელია)
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@wedo.com.ge
|
|
|
|