Робота для біженців з України
ობიექტის ზედამხედველ-ინსპექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის ზედამხედველ-ინსპექტორი
მომწოდებელი: საზედამხედველო კომპანია ინდუსტრია
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
საზედამხედველო-სამშენებლო კომპანია "ინდუსტრია" ეძებს ობიექტის ზედამხედველ ინსპექტორს (ინჟინერ-მშენებელი).

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ინჟინერ-მშენებელი;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** მართვის მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი; მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების დაფიქსირება და რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
** შესრულების აქტების შემოწმება/დადასტურება;
** ობიექტზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და დამუშავება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ობიექტები მდებარეობს რეგიონებში (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში).

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე