Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697504&print=yes&view=jobs
 
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 01 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი იურისტი.

სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიაში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია