Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შვიდი პლასტი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "შვიდი პლასტის", სამუშაო სფერო მოიცავს შესაფუთი მასალების წარმოებას. კომპანიის საწარმოში მზადდება ვაკუუმ და თერმო შეფუთვები. კომპანია "შვიდი პლასტი" შესაფუთი მასალებით ამარაგებს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "შვიდი პლასტი" აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მიხა ხელაშვილის ქ. N54
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულების უზრუნველყოფა;

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ვიზიტების განხორციელება;

** არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;

** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;

** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა;

** საწარმოს ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია;

** გაყიდვების გეგმის შედგენისა და შესრულების კონტროლის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office);

** მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი ავტომანქანის ქონა - აუცილებელია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

** კომუნიკაბელურობა და დამარწმუნებელი უნარები;

** შედეგზე ორიენტირებულობა;

** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით ნომერზე 511 71 85 72 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: recruiting@shvidimeat.com
და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 თებერვალი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) "შვიდი პლასტში". თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე