|
დასახელება:
სემინარების ორგანიზატორი
|
| მომწოდებელი:
ჯეი ეფ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სემინარების ორგანიზატორის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თბილისსა და რეგიონებში სემინარების ორგანიზება და კოორდინაცია;
** სემინარების ონლაინ გაშუქება კომპანიის Facebook ჯგუფში;
** სემინარებისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალის აღრიცხვა და კონტროლი (აკადემია და ცენტრალური საწყობი);
** სემინარისთვის განკუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** სემინარებზე გახარჯული პროდუქციის აღწერა და დოკუმენტირება;
** განვლილ სემინარებზე დამსწრე სტილისტების აღრიცხვა;
** სემინარისთვის მოდელების შერჩევა და ორგანიზება;
დამატებითი პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა;
** ბრენდ ამბასადორების ყოველდღიური განრიგის შედგენა და პრისეილერებზე გადანაწილება;
** გაყიდვების გუნდისა და ბრენდ ამბასადორების მივლინებების ორგანიზება;
** მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრაციასთან დროული მიწოდება;
სამუშაო საათები: 09:30-დან 18:00-მდე, შაბათს 09:30-დან 14:00-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|