|
დასახელება:
კერვა-კონსტრუირების პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
Art Space Academy
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
ART SPACE ACADEMY აცხადებს ვაკანსიას კერვა-კონსტრუირების პედაგოგის პოზიციაზე.
არტ სფეის აკადემია — ეს არის თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის განათლების სივრცე, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. აკადემია წარმოდგენილია 6 ლოკაციაზე, თბილისის მასშტაბით და დასაქმებული ჰყავს 8 პედაგოგი. აკადემიის გუნდმა შეიმუშავა დაპატენტებული, სასწავლო მეთოდიკა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მოდის ესკიზებისა და კერვა-კონსტრუირების საფუძვლები მარტივად, სწრაფად და გასაგებად აითვისონ აკადემიის მიერ შემუშავებული ფორმულებით.
სამუშაო ადგილი:
ვაკე — ჭავჭავაძის 39
საბურთალო — ოთარ ლორთქიფანიძის 26
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 4 სამუშაო დღე
** გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 საათი
** დღეში 2 ჯგუფი
ანაზღაურება:
** მოჭრილი ანაზღაურება
** დამატებითი ბონუსები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კერვისა და ტანსაცმლის კონსტრუირების თეორიული და პრაქტიკული სწავლების უზრუნველყოფა
** სამოსის აგება და მოდელირება
** სამკერვალო ტექნიკების, მასალებისა და ინსტრუმენტების სწორად გამოყენების სწავლება
** სასწავლო პროგრამისა და გაკვეთილების გეგმის შემუშავება
** მოსწავლეთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასება
** უსაფრთხოების წესების დაცვა სასწავლო პროცესში
** მოსწავლეთა შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სახელმწიფო დიპლომი შესაბამის სფეროში
** ასაკი: 20 - 55 წლამდე
** კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და აქტიური პიროვნება
** მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა და ჩართულობა სამუშაო პროცესში
სამუშაო გარემო:
სასწავლებელში იმუშავებთ როგორც მთავარი პედაგოგი. კომპანია უზრუნველყოფს თბილ, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 598 95 82 12
Email: art.space.academy.2020@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Artspacetato
Instagram: https://www.instagram.com/artspaceacadmy/
|
|
|
|