Робота для біженців з України
ანაზღაურებადი პრაქტიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი პრაქტიკა
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი" გთავაზობთ ანაზღაურებად პრაქტიკას.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.
პრაქტიკის დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 25 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. 2023 წლიდან ფუნქციონირებს ბაქსვუდის სკოლის ახალი კამპუსი გელოვანზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** ⁠გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ⁠ტუტორთან/აღმზრდელთან/ჰაუსმასტერთან ერთად ჯანსაღი/პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა/შენარჩუნება
** ⁠ტუტორთან/აღმზრდელთან/ჰაუსმასტერთან ერთად მოსწავლის საუკეთესო ინტერესების აღმოჩენა/ხელშეწყობა,
** ⁠მოსწავლეებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა,
** ⁠ტუტორთან/აღმზრდელთან/ჰაუსმასტერთან ერთად ასაკის შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** განათლების სფეროში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
** ⁠ კვებას
** წყნეთის ფილიალის შემთხვევაში, ტრანსპორტირებას.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ თქვენი რეზიუმე (ხუთი სექცია):

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე