Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697483&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
მომწოდებელი: 2GIS
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"2გის-თბილისი", ეს არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს 14 ქვეყანაში და 1200-ზე მეტ ქალაქში. კომპანია ქალაქის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ახორციელებს კარტოგრაფიულ და საინფორმაციო-საძიებო სერვისს ქალაქის მასშტაბით. პლატფორმა აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციებს და საძიებო ცნობარს ერთ სივრცეში.

კომპანიის მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გაუმარტივოს გზამკვლევის პროცესი და მაქსიმალური სიზუსტით მიაწოდოს სრული ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურების სფეროზე, რაც ამავდროულად საშუალებას აძლევს კომპანიებს განავითარონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და მიიპყრონ მეტი ყურადღება.

შპს "2გის-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ

ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი უზრუნველყოფს ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, ობიექტებისა და კარტოგრაფიული მონაცემების მოძიებას, შემოწმებასა და განახლებას 2GIS-ის მობილური აპლიკაციისა და შიდა სისტემების გამოყენებით. პოზიცია მოითხოვს აქტიურ საველე მუშაობას, კომუნიკაციას კლიენტებთან, მონაცემების სიზუსტეზე ზრუნვას და სამუშაო სტანდარტების დაცვას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** განსაზღვრულ ტერიტორიაზე საველე სამუშაოების ჩატარება 2GIS-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით;
** ორგანიზაციების, ობიექტებისა და კარტოგრაფიული მონაცემების მოძიება, შემოწმება და განახლება;
** არსებული ინფორმაციის ადგილზე არსებულ ვითარებასთან შედარება და კორექტირება;
** ახალი ორგანიზაციებისა და ობიექტების იდენტიფიცირება და სისტემაში შეტანა;
** ინფორმაციის შეგროვება კლიენტებთან კომუნიკაციითა და ღია წყაროებიდან;
** აღმოჩენილი შეუსაბამობების დაფიქსირება და ფოტომასალის დამუშავება;
** შიდა სისტემებში მონაცემების დროული და ხარისხიანი დამუშავება;
** სამუშაო სტანდარტების, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტაცია;
** სივრცეში კარგი ორიენტაციის უნარი;
** მობილური აპლიკაციებისა და შიდა სისტემებთან მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადების დაცვა;
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასი: 1000 ლარი + KPI
** სტაბილურ სამუშაოს საერთაშორისო კომპანიაში;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მონაწილეობას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში;
** კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებში მონაწილეობას;

თუ გსურთ გახდეთ "2გის-თბილისი"-ს პროფესიონალური გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული თანამედროვე პროდუქტების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@Tbilisi.2gis.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია