Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.

მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.

პოზიცია: ხარჯთაღმრიცხველი
ხელფასი: 2 000 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო და საოპერაციო ხარჯების სიზუსტით აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზი;
** პროდუქტებისა და მომსახურების თვითღირებულების კალკულაციების (calculation) განხორციელება;
** ხარჯთაღრიცხვების დამუშავება, მონიტორინგი და კონტროლი;
** დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი, განსხვავებების იდენტიფიკაცია და ანგარიშგების მომზადება;
** ფინანსურ გუნდთან კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების მიცემა;
** ანგარიშგებების და ანალიტიკური მონაცემების მომზადება ხელმძღვანელისთვის წარდგენის მიზნით;
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება, ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა აუდიტორულ პროცედურებში და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შიდა კონტროლის პროცედურების დაცვა ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.
** საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების, ინვოისების და გადახდების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხარჯთაღრიცხვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასტუმროს, რესტორნის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** თვითღირებულების დაანგარიშების პრაქტიკული გამოცდილება;
** ბიუჯეტის ანალიზისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** საწარმოო და საოპერაციო ხარჯების აღრიცხვისა და ანალიზის სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel და ERP სისტემები (სასურველია);
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე