|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Maizen
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.
ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.
მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.
პოზიცია: შესყიდვების მენეჯერი
ხელფასი: 2 000 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი (შეკვეთები, კონტრაქტები, მიღება, ინვენტარიზაცია);
** დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** შესყიდვების პროგრამის დანერგვა, მართვა და პროცედურების სტანდარტიზაცია;
** მარაგების ბრუნვის, ინვენტარისა და ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვების ბიუჯეტის მომზადება, განაწილება და კონტროლი;
** მიწოდების გრაფიკების, ტრანსპორტირების და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი;
** მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსურ დეპარტამენტთან და სამზარეულოს გუნდთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, დროული მიწოდება და ბიუჯეტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სასურველია სასტუმრო/სარესტორნო სფეროში;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების, ინვენტარის მართვის და პროცედურების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** MS OFFICE-ის პროგრამების, ERP ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
** კონტრაქტების და მომწოდებელთა შესრულების შეფასების უნარი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და გამოცდილება სტრესულ სამუშაო გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|