Робота для біженців з України
მოწვეული ლექტორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული ლექტორი
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

საკონკურსო მიმართულებები:

** ზოგადი ქირურგია - 1
** გინეკოლოგია / რეპროდუქტოლოგია - 1
** კლინიკური ფსიქოლოგია - 1
** შინაგანი მედიცინა - 1
** ინფექციური დაავადებები (ინფექციონისტი) - 1
** იმუნოლოგია (იმუნოლოგი) - 1
** ლაბორატორიული მედიცინა - 1
** ტრანსფუზიოლოგია - 1
** სასამართლო მედიცინა - 1
** ოფთალმოლოგია - 1
** ფარმაკოლოგია - 1

დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:

** სააუდიტორიო მუშაობა - სალექციო, ლაბორატორიული, პრაქტიკული, სემინარი, სწავლება სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში და კლინიკურ ბაზებზე ჩატარებული კლინიკური პრაქტიკა - სემესტრული დატვირთვის ცხრილის შესაბამისად
** კონსულტაციები: მინიმუმ 1 სთ კვირაში შუალედური და დასკვნითი გამოცდების წინ, და შემდეგ (მინიმუმ თითო საათი თითოეულზე);
** შუალედური, დასკვნითი და გადაბარების გამოცდების მასალების (ტესტების, ბილეთის საკითხები, ქეისების და სხვა.) მომზადება და რეგულარული განახლება

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება — მაგისტრის/დიპლომირებული მედიკოსის, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სასწავლო კურსის მიმართულების შესაბამისი;
** კვალიფიკაციის დონე: მაგისტრი (სასურველია)
** პროფესიული გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება მიმართულების შესაბამისად;
** საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატი მიმართულების შესაბამისად;
** სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
ანაზღაურება: აკადემიური ხარისხის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (მოწვეული ლექტორი).

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე