|
დასახელება:
მიმტანის დამხმარე თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Maizen
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.
ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.
მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.
პოზიცია: მიმტანის დამხმარე თანამშრომელი
ხელფასი: 1 100 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების პროცესის მხარდაჭერა (სუფრის მომზადება, სასმელების და ჭურჭლის გადატანა და ა.შ);
** სამუშაო ადგილის წესრიგის დაცვა და სერვისის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა;
** თანამშრომელთა, მიმტანებისა და სამზარეულოს გუნდთან კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში სტრუმრების უკუკავშირის მიღება და პრობლემების ხელმძღვანელისთვის შეტყობინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომსახურების დამხმარე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სერვისის საბაზისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|