Робота для біженців з України
მთავარი ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბარისტა
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.

მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.

პოზიცია: მთავარი ბარისტა
ხელფასი: 1 800 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის ყოველდღიური ოპერაციების და საქმიანობის ხელმძღვანელობა;
** სასმელების ხარისხის, გემოს სტანდარტის და პრეზენტაციის კონტროლი;
** გუნდის წევრების კოორდინაცია და სამუშაო დავალებების დელიგირება;
** გუნდის დისციპლინის და მოტივაციის მართვა;
** რეცეპტების სტანდარტიზება და ხარისხის კონტროლი;
** ახალი რეცეპტების შემუშავება და შეთავაზება მენიუს განახლებისთვის;
** ყავის, რძის, ალკოჰოლისა და ბარის სხვა პროდუქტების მარაგის კონტროლი;
** სტუმრების მომსახურება, უკუკავშირის მიღება და შესაბამისი რეაგირება;
** ბარის სამუშაო პროცესის გაუმჯობესება, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია;
** გუნდის განვითარება და სწავლება - ახალი ბარისტების ინტეგრაცია და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დაცვა;
** მარაგის მიწოდების დაგეგმვა, საფასური და ხარჯების კონტროლი;
** ჰიგიენისა და საერთაშორისო სტანდარტების (HHCP) დაცვა;
** სამუშაო ადგილის უსაფრთხოების და აღჭურვილობის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარისტის პოზიციაზე (სამუშაო გამოცდილება ლიდერის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად);
** საერთაშორისო სტანდარტების (HACCP) და ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა;
** სასმელების ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
** სტრესულ გარემოში პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე