Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697463&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.

მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.

პოზიცია: ფილიალის მენეჯერი
ხელფასი: 2 500 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** კაფის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის;
** ბიზნეს პროცესების შეფასება, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება ფილიალის მასშტაბით;
** შემოსავლების ზრდის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და მოგების მაქსიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება;
** ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი და რეპორტინგი;
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და მომსახურების რეგულარული გაუმჯობესების მხარდაჭერა;
** მარაგების და ინვენტარის მართვა - ყოველდღიური კონტროლი, ხელმისაწვდომობა, დაკარგვის შემცირება;
** შესყიდვებისა და ფასების მონიტორინგი - ხარჯების ეფექტურობის კონტროლი;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და მოტივაციის სისტემების დაგეგმვა და განხორციელება - ახალი და მიმდინარე გუნდისთვის;
** მარკეტინგის აქტივობებისა და კამპანიების ეფექტის შეფასება ფილიალის შემოსავალზე;
** თანამშრომელთა შესრულების შეფასების სისტემის (KPI) დანერგვა და მონიტორინგი;
** შრომის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სასურველია კაფის, რესტორნის ან სასტუმროს სფეროში;
** გამოცდილება ფინანსური, ოპერაციული პროცესებისა და პერსონალის მართვის სფეროში;
** გამოცდილება KPI-ების დანერგვაში, შესრულების შეფასებაში და შედეგების მონიტორინგში;
** სასურველია ცოდნა ERP/ფინანსურ სისტემებში და MS Office პროგრამებში;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მართვის ან სხვა მსგავს სფეროში;
** ძლიერი ორგანიზაციული და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პრობლემის სწრაფი გადაწყვეტის და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდერული უნარები - გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივაცია და ტრენინგი;
** სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება;
** მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია