Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

ვალდებულებები:

** ადგილზე ან ონლაინ შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (მათ შორის განრიგის გადახედვა ცვლილებების შემთხვევაში და მონაწილე მხარეებისთვის შეტყობინება), შეხვედრის თარიღისა და დროის შეთანხმება ძირითადი მონაწილეებთან.
** პროექტთან დაკავშირებული საკითხების ოქმების წარმოება, ამოცანების შესრულებისა და დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ოქმების განახლება.
** პროექტის მონაწილეებისა და შემსრულებლების კოორდინაცია
** დოკუმენტების მართვა: ტექნიკური დავალებების შედგენა კონტრაქტორებისთვის, კონტრაქტების ადმინისტრირება და დასასრულებელი დოკუმენტების შეგროვება.
** მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება, საქმიანობის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** რუსული და ქართული ენების ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება
** მშენებლობის ან რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Project, Asana, Jira, MS Office პროგრამების ცოდნა ან სწავლის სურვილი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი / ვაკე
** სახელფასო რეინჯი: 700 - 800$

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com.

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროექტის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე