|
დასახელება:
დაცვის თანამშრომელი - რეზერვი
|
| მომწოდებელი:
York Towers
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"York Towers"-ში ჩვენ ვქმნით უნიკალურ, მრავალკულტურულ და ღირებულებაზე დაფუძნებულ ცხოვრების სტილს პრემიუმ კლასის უძრავი ქონების პროექტების მეშვეობით. როგორც York Holding Group-ის ნაწილი, ვაერთიანებთ გლობალურ გამოცდილებასა და ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ეფექტიანობის მქონე უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობები.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
რეზერვი თანამშრომელი იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი შტატის დაცვის თანამშრომელი იმყოფება შვებულებაში, ავადაა ან სხვა მიზეზით ვერ ახერხებს მორიგეობის შესრულებას.
ფუნქცია და მოვალეობები:
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა;
** შენობაში შესვლის/გამოსვლის კონტროლი;
** ტერიტორიაზე საეჭვო სიტუაციების გამოვლენა და რეაგირება;
** ვიზიტორების მარშრუტის კონტროლი და კორექტული კომუნიკაცია;
** კამერების მონიტორინგი (საჭიროების შემთხვევაში);
** ობიექტზე მიმდინარე მუშაობისა და წესრიგის ზედამხედველობა;
** საგანგებო შემთხვევებში შესაბამისი უწყებების ინფორმირება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინირებულობა;
** სანდოობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** დაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და მშვიდი რეაგირების უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის კულტურა;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** მაღალი მოტივაცია და ორგანიზებულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
რეზერვი რეჟიმი - მუშაობა მხოლოდ ჩანაცვლების შემთხვევაში (შვებულება, ავადმყოფობა და სხვ.);
მორიგეობა: 24-საათიანი გრაფიკით;
ანაზღაურება: 75 ლარი თითო მორიგეობაზე.
თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და მზად ხართ შეუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@yorktowers.com
თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების პროცესის მართვის მიზნით. მონაცემები დაცულად შეინახება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და მათზე წვდომა ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა, რაც არ იმოქმედებს გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
|
|
|
|