|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრიცნიპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ალუმინის მიმართულებით.
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ალუმინის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ალუმინის მიმართულებისთვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** შესყიდვების გეგმის შედგენა პროექტების მოთხოვნის შესაბამისად;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
** ბაზრის ტენდენციების და რისკების ანალიზი - ფასების ცვლილებებისა და ლოგისტიკური რისკების გათვალისწინებით;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ალუმინის ან სამშენებლო მასალების ბაზრის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 თებერვალს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|