|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრიცნიპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ალუმინის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ალუმინის მიმართულებით პროექტის მართვა და ზედამხედველობა;
** პროექტში ჩართულ პირებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პროგრესის შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯემენტთან;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** პროექტის შესრულება დაწესებული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად;
** შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
** გეგმების, ნახაზების, მოცულობების და BOQ მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
** პროექტის ვადების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით
** სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციოდ;
** MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Project-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის რაციონალურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 თებერვალს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|