Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697380&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰოლდინგური ტიპის კომპანია
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება მთავარი ბუღალტერი.

სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 3800 ლარიდან, შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა;
** საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია