Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697377&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: სკუტ სკუტი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"!

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.
ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში, ხოლო 2026 წელს ვგეგმავთ თბილისში ახალი მაღაზიისა და სერვისცენტრის გახსნას, რაც კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ სერვისის მენეჯერს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა
** გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** ხარ ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა
** შეგიძლია გუნდური მუშაობა და გუნდის მართვა
** პასუხისმგებლობიანი ხარ და არ გეშინია პრობლემების ანალიზისა და ახალი მიდგომების ცდის

ძირითადი მოვალეობები:

** საგარანტიო შემთხვევების სრული ციკლის მართვა, მომხმარებელსა და საგარანტიო ხელოსანს შორის შუამავლობა;
** საგარანტიო მომხმარებელთა ჯავშნების მიღება და გრაფიკის მართვა;
** მომხმარებლის საგარანტიო სტატუსის შემოწმება, კონტროლი;
** საგარანტიოდ შესაცვლელ დეტალებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
** საგარანტიო ნაწილების მარაგში არ არსებობის შემთხვევაში შეკვეთის მოთხოვნა და პროგრესის კონტროლი, საგარანტიო შემთხვევების გონივრულ ვადაში დასრულების მიზნით;
** საგარანტიო საკითხების შესრულების ხარისხის, ვადებისა და სტანდარტების კონტროლი;
** კომპანიის მფლობელობაში მყოფი გასამართი ტრანსპორტის დროული შეკეთების პროცესის კურირება (ტესტდრაივი, გასაყიდი და შიდა მოხმარების ორთვლიანი ტრანსპორტი) - ფილიალების მენეჯერი რასაც დაავალებს, აღსრულება;
** მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ხელოსნების გუნდის ზედამხედველობა და მართვა სერვისების შესრულების ხარისხის კონტროლი;
** პრობლემური შემთხვევების ანალიზი და საჭირო ღონისძიებების გატარება;
** სერვისცენტრში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის შემუშავება უშუალო მენეჯერთან კონსულტირებით;
** სერვისში დადგენილი ფასების, მომსახურების ხარისხის და სამუშაო სტანდარტების კონტროლი;
** სერვისის ინვენტარის მოვლა და ზედამხედველობა, საჭიროებების გამოვლენა და დაკმაყოფილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სერვის მენეჯერის პოზიციაზე
** მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაციისა და გუნდის მენეჯმენტის უნარები
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობებს
** სატელეფონო სერვისების პაკეტს
** უფასო კორპორატიულ დაზღვევას
** გუნდურ აქტივობებს და ტრენინგებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას: 3000-3500 ლარი (net) + წლიური ბონუსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, 71 გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა
გრაფიკი: სრული 10:00-19:00

კომპანია: https://scootscoot.ge

თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნები, გამოაგზავნე შენი რეზიუმე: akaki@scootscoot.ge

Web: https://scootscoot.ge
FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi
Insta: scootscoot_Geo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია