Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697371&print=yes&view=jobs
 
მემწვადე, მცხობელი, ცივების მზარეული, ცხელების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემწვადე, მცხობელი, ცივების მზარეული, ცხელების მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ვახტანგური
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
რესტორანი "ვახტანგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მემწვადე, მცხობელი, ცივების მზარეული, ცხელების მზარეული.

გამოქვეყნების თარიღი: 2 ივნისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 ივლისი

"ვახტანგური" წარმოადგენს ტრადიციული ქართული რესტორნის მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდს, რომელიც 1993 წლიდან ქმნის უნიკალურ გემოებს. რესტორანი ამჟამად განახლებული კონცეფციით თავდაპირველ ლოკაციას უბრუნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ სოციალურ ქსელებში:

Facebook: vakhtanguri`s chebureki
Instagram: @vakhtanguri_s_chebureki

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლაბარი
უშუალო ხელმძღვანელი: შეფ-მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** პოზიციის შესაბამისი კერძებისა და სხვა პროდუქტების დამზადება დადგენილი რეცეპტების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხისა და მომზადების სისწრაფის უზრუნველყოფა;
** ჰიგიენის, სურსათის უვნებლობისა (HACCP) და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარის ეფექტური გამოყენება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პოზიციის შესაბამისი ტექნიკური უნარების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, სისუფთავის სიყვარული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@vakhtanguri.com. სათაურის ველში მიუთითეთ რომელ პოზიციაზე აგზავნით რეზიუმეს.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია