|
დასახელება:
აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
ქუდოს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას სერტიფიცირებული აუდიტორის (გარიგების პარტნიორი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** * პროფესიული ეთიკისა დაცვა;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება;
** პროფესიულ ზრდაში თანამშრომლების ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სერტიფიცირებული აუდიტორის სერტიფიკატი;
** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ACCA (ქართული, ან ინგლისური პროგრამა) მინიმუმ მეორე დონის სერთიფიკატი;
** ფასს, მსს ფასს და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** მინიმუმ 3 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფის მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 28 თებერვლამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|