|
დასახელება:
მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ნეოტექი
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას სატენდერო შესყიდვების წესს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით;
ძირითადი მოვალეობები:
** ტენდერში მონაწილეობის პროცესის მართვა და პასუხისმგებელი პირების ჩართულობის მონიტორინგი ტენდერების ადმინისტრირების პროცესში.
** კომპანიისთვის საინტერესო ტენდერების შესახებ ინფორმაციის მოძიება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, კომპანიისა და პირადი კონტაქტების საშუალებით;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან და დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოპერირების წესებისა და რეგულაციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge. სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "სატენდერო შესყიდვების წესს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მომსახურების სპეციალისტი".
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|