Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697336&print=yes&view=jobs
 
იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: უნიკორნ თრეიდი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "უნიკორნ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის მენეჯერის ანაზღაურებადი სტაჟირების პოზიციაზე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით), რომელიც ჩართული იქნება იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული სრული ციკლის მართვაში.

კომპანიის საქმიანობა: პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, სასმელი და საკვები (FMCG) პროდუქტების იმპორტი-ექსპორტი და საბითუმო გაყიდვები.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან.
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის ანალიზის საფუძველზე, FMCG პროდუქტების ახალი მომწოდებლების და იმპორტიორების მოძიება და კომუნიკაცია;
** პოტენციური მომწოდებლების და იმპორტიორების მონაცემთა ბაზების წარმოება;
** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** საექსპორტო და საიმპორტო შეკვეთების კალკულაციების მომზადება;
** პროდუქციის იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, განბაჟების, დაბაჟების და ლოგისტიკის კოორდინაცია;
** საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთების შეთანხმება მომწოდებლებთან, ექსპორტის გრაფიკების კონტროლი, მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია მომწოდებლებთან და იმპორტიორებთან;
** საჭიროებისამებრ შესაბამისი რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** იმპორტის ან ექსპორტის ოპერაციების, სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სატელეფონო, წერილობითი და პირადი კომუნიკაციისთვის);
** საოფისე პროგრამები (MS Office)

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** პროფესიონალური გუნდი, რომლისგანაც შესაძლებელია ბევრი რამის სწავლა და ღირებული გამოცდილების მიღება;
** ღიაობისა და ურთიერთდახმარების კულტურა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ჩვენს ელფოსტაზე: export@unicorn-trade.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "უნიკორნ თრეიდმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია