Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697308&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ახალდაფუძნებული კომპანია იწყებს პრემიუმ მაღაზიათა ქსელის გახსნას სახლის დეკორატიული ნივთების მიმართულებით. იხსნება პირველი მაღაზია და კომპანია ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს გუნდის შესაქმნელად.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მიზანდასახულობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
** გაყიდვებზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

უპირატესობები:

** კომპანია ახლად დაფუძნებულია და ფორმირების პროცესშია
** კომპანიის განვითარებასთან ერთად, ახალ და უფრო მაღალი პოზიციის ვაკანსიებზე შევსება პრიორიტეტულად მოხდება არსებული თანამშრომლებისგან. ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარების ნაწილი შეგიძლიათ გახდეთ თავიდანვე
** თანამშრომლებს მუშაობის დაწყებიდან პირველივე თვეებში, პერიოდულად მიეცემათ შესაძლებლობა მენეჯერული რგოლის პოზიციაზეც გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობა

პირობები:

** ლოკაცია: თბილისი, საბურთალოს რაიონი. ალ ყაზბეგის გამზირი (სითი მოლთან).
** სამუშაო საათები: 11:00-20:00
** დასვენება: კვირაში ორი დღე
** ანაზღაურება: 1500 ლარი gross პირველი სამი 3 ფიქსირებული, შემდეგ ზრდადი (ბონუსირებით).
** სტუდენტებისთვის შესაძლებელია განვიხილოთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, შესაბამისი ანაზღაურებით.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/PdpE2b
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია