Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697271&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო დირექტორი
მომწოდებელი: ემერჯენსი სერვისი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"შპს ემერჯენსი სერვისი" აცხადებს სამედიცინო დირექტორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 13 / მ.ჭიაურელის 6
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით სამედიცინო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
** კლინიკური პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების მონიტორინგი;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტების, პროტოკოლებისა და გაიდლაინების დამტკიცება და ზედამხედველობა;
** სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და შიდა კლინიკური აუდიტის სისტემების მართვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობა და შესაბამისობის კონტროლი (ეროვნულ რეგულაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან);
** სამედიცინო ხარისხის მონიტორინგი;
** სამედიცინო შეცდომების, კლინიკური ხარვეზებისა და ინციდენტების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების ინიცირება;
** პაციენტთა უსაფრთხოების, სამედიცინო ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვაზე კონტროლი;
** სამედიცინო პერსონალის შერჩევაში მონაწილეობა;
** სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესების მხარდაჭერა და ზედამხედველობა;
** კლინიკური ლიდერების (განყოფილების უფროსები, ხარისხის მენეჯერები) საქმიანობის კოორდინაცია;
** ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა;
** ლიცენზირების, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების პროცესების მართვა;
** რთული კლინიკური შემთხვევების განხილვა და კონსილიუმების ორგანიზება;
** ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მენეჯმენტისთვის სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების, ანალიზისა და რეკომენდაციების წარდგენა;

ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი ექიმის ლიცენზია;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;
** კლინიკური პროცესებისა და სამედიცინო ხარისხის მართვის გამოცდილება;
** ლიდერობა და ორგანიზაციული უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 თებერვალი, 2026

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო დირექტორი".

"ემერჯენსი სერვისი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია