Робота для біженців з України
საჰაერო ხომალდის მიღება-გაშვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საჰაერო ხომალდის მიღება-გაშვების კოორდინატორი
მომწოდებელი: Geosky
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"Geosky" აცხადებს ვაკანსიას საჰაერო ხომალდის მიღება-გაშვების კოორდინატორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოს უსაფრთხო და დროული შესრულება.
** კომპანიის საკუთრების, მათ შორის დროებით სარგებლობაში გადაცემული აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება.
** აეროპორტის ბაქანის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** ფრენამდე ერთი დღით ადრე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამუშაოების დაგეგმვა.
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია საჰაერო ხომალდის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
** აეროპორტში თვითმფრინავების სადგომი ადგილების წინასწარი მომზადება; სხვა დეპარტამენტებთან და აეროპორტის ოპერატორებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია მომსახურების მოთხოვნილი დონის უზრუნველსაყოფად.
** საჭირო აღჭურვილობისა და პერსონალის დროული მობილიზება საჰაერო ხომალდის მოსამსახურებლად.
** ყველა მიწისზედა საქმიანობისა და ოპერაციული გუნდების, მათ შორის ეკიპაჟის კოორდინაციის უზრუნველყოფა.
** საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის ტრანსპორტირების ორგანიზება როგორც სასტუმრო-აეროპორტი-სასტუმრო მიმართულებით, ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე.
** საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ესკორტირება საპასპორტო კონტროლის ზონებში.
** საჭიროებისამებრ, ფრენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ეკიპაჟისთვის მიწოდება.
** საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვის კოორდინაცია ავიაკომპანიის დისპეტჩერთან, საწვავის მომწოდებელთან და ტექნიკური მომსახურების პერსონალთან.
** ეკიპაჟის რაოდენობის მიხედვით ბორტ-კვების შეკვეთისა და თვითმფრინავზე მიწოდების უზრუნველყოფა.
** საჰაერო ხომალდის კარების გაღება-დახურვისა და მოფრენა-გაფრენის დროის აღრიცხვა-კონტროლი შესაბამისი სამსახურების ინფორმირებისთვის.
** საჰაერო ხომალდის მიწისზედა გადაადგილების, მომსახურებისა და ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის ოპერაციების ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
** საჰაერო ხომალდის ნებისმიერი მიწისზედა მომსახურების მოქმედებების შეჩერება, რომელიც არ შეესაბამება უსაფრთხოების წესებს, ოპერაციულ პროცედურებსა და პროცესებს.
** ყველა საოპერაციო დოკუმენტის შეგროვება და შენახვა კომპანიის პროცედურებისა და პოლიტიკის შესაბამისად.
** სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი გადაცდომების, ინციდენტებისა და სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
** პოტენციური საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება, რომელმაც შეიძლება შეამციროს ფრენის უსაფრთხოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სრული ზოგადი განათლების ატესტატი. სასურველია უმაღლესი განათლება.
** ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე. საჭიროა ინგლისურად კომუნიკაცია ეკიპაჟის წევრებთან, ასევე სხვადასხვა სამსახურთან ელ-ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით.
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აეროპორტის ბაქანზე ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: რამპის აგენტი, ჩატვირთვის კონტროლის აგენტი, ოპერირების აგენტი და ა.შ.
** კანდიდატს, აეროპორტის საშვის მოსაპოვებლად, სჭირდება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების გავლა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა).

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება.
** დღე-ღამის ცვლაში მუშაობის უნარი.
** მშვიდი ქცევა სტრესულ გარემოში.
** გუნდური მუშაობა.
** სამუშაოს თანმიმდევრული დაგეგმვა და კოორდინაცია.
** ფიზიკური მომზადება აეროპორტის ბაქანზე მუშაობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com.

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საჰაერო ხომალდის მიღება-გაშვების კოორდინატორი.

კონფიდენციალობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე