|
დასახელება:
AI ინჟინრის სამთვიანი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას AI ინჟინრის სამთვიან სტაჟირებაზე.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.
კომპანიის შესახებ:
მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავება. მანქანური სწავლების გამოყენებით (კერძოდ, ე.წ. "ღრმა სწავლებით"), ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტის მეტყველებად გარდაქმნა, მეტყველების ტექსტად გარდაქმნა, ტექსტის ოპტიკური ამოცნობა, მართლწერის შემოწმება, სენტიმენტ ანალიზი და სხვები. ენობრივი ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენი პროდუქტები ენაგრამის ბრენდის სახელით ვრცელდება და განთავსებულია https://enagram.ai/ ვებსაიტზე.
პირობები:
** მოქნილი გრაფიკი
** სამუშაო შესასრულებელია დისტანციურად
სამუშაოს აღწერილობა:
** RAG-ზე დაფუძნებული ჩეტბოტის შექმნა
** ASR და Speech Synthesis ამოცანები
მოთხოვნები:
** მანქანური სწავლების ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნა
** Deep Learning ბიბლიოთეკების (TensorFlow, PyTorch) საფუძვლების ცოდნა
** Python; NumPy და Pandas ბიბლიოთეკები
** Jupyter Notebooks-ის გამოყენება
** კლაუდ პლატფორმების ცოდნა (AWS, Google Cloud, Azure)
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: hr@enagramm.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|