|
დასახელება:
UI/UX სპეციალისტის სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას UIUX სპეციალისტის სამთვიან სტაჟირებაზე.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, გაიცემა სტაჟირების წარმატებით დასრულების სერტიფიკატი.
კომპანიის შესახებ:
მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია არის ციფრული ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ანალიზში. მისი საქმიანობის ერთერთი ძირითადი სფეროა ბუნებრივი ენის მანქანური დამუშავება. მანქანური სწავლების გამოყენებით (კერძოდ, ე.წ. "ღრმა სწავლებით"), ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ტექსტის მეტყველებად გარდაქმნა, მეტყველების ტექსტად გარდაქმნა, ტექსტის ოპტიკური ამოცნობა, მართლწერის შემოწმება, სენტიმენტ ანალიზი და სხვები. ენობრივი ტექნოლოგიების სფეროში, ჩვენი პროდუქტები ენაგრამის ბრენდის სახელით ვრცელდება და განთავსებულია https://enagram.ai/ ვებსაიტზე,
პირობები:
** მოქნილი გრაფიკი
** სამუშაო შესასრულებელია დისტანციურად
რას ველით შენგან:
** ენთუზიაზმს და სწავლის სურვილს
** კომუნიკაციის კარგ უნარებს
** ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართ ინტერესს
** პროაქტიულობას და ინიციატივას
სამუშაოს აღწერილობა:
** Figma-ში საიტის და აპლიკაციის დიზაინის შექმნა
** არსებული პროდუქტების UI/UX დიზაინის გაუმჯობესება და განვითარება
** მომხმარებლის გამოცდილების (UX) ანალიზი და ოპტიმიზაცია
მოთხოვნები:
** Figma-ს საბაზისო ცოდნა
** UI/UX დიზაინის მიმართ ინტერესი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: hr@enagramm.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|