Робота для біженців з України
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციისთვის!

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ანაზღაურება: პირველი თვე 1400ლ, შემდეგ 1, 500 ₾

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B, C კატეგორია (კომპანიას ჰყავს თავისი ავტომობილი);
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თქვენი ძირითადი ფუნქციები:

** ავტომობილის მართვა პროფესიონალურად, მგზავრების სიცოხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაქსიმარულად დაცვით;
** პროდუქციის ჩაბარებისას ზუსტი აღრიცხვის გაკეთება და შესაბამისად ზედნადებში მითითება;
** მიცემული ინსტრუქციის თანახმად პროდუქციის ფილიალებში განაწილება;
** ზედნადებების დროულად მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გავლილი კილომეტრების აღრიცხვა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის სწორად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კომპანიის ავტომობილს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge. რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე