Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697219&print=yes&view=jobs
 
აკადემიური თანამდებობები - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
თანდართული ფაილი: 697219_Attachments_7911427.zip
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

შპს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გამოცხადდეს ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა) აკადემიური ნიშნით:

1.1. მიმართულება:

** მარკეტინგი - ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ფინანსები - ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

ბ) პროფესიული ნიშნით:

1.2. მიმართულება:

** საზღვაო მეცნიერებები - ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;
** საზღვაო ინჟინერია - ასისტენტ პროფესორი - 3 ვაკანსია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვროს ბნუ-ს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად:

აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებად განისაზღვროს:

** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები ან/და სხვ., რაც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებად განისაზღვროს:

** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის: უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.

კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

** კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 27.01.2026;
** საკონკურსო საბუთების მიღება: 02.03.2026 - 04.03.2026;
** კონკურსის I ეტაპი - (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება) - 05.03.2026;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 06.03.2026;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 09.03.2026;
** კონკურსის II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 11.03.26 - 12.03.2026; შენიშვნა: (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
** კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 13.03.2026;
** კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მი¬ღე¬ბა) - 16.03.2026;
** საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 17.03.2026;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 18 მარტისა;

შენიშვნა: (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნუ - ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);

კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 19 მარტისა;

კონკურსზე წარსადგენ დოკუმენტებად განისაზღვროს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
** შევსებული კონკურსანტის ანკეტა;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4-ზე; ელ. ვერსია);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი

** აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხისა და მოთხოვნილი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადას¬ტუ¬რებელი დოკუმენტები,
** პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურებისას - მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები);
** უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებს/პუბლიკაციების ნუსხა.
** კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: "უმაღლესი განათლების შესახებ" 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა);
** წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსანტის განცხადება ივსება კონკურსის კომისიის თავმჯდომარის: ელიდა ხვედელიძის სახელზე;

კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები:

** კონკურსანტის განაცხადის ფორმა
** კონკურსანტის ანკეტა (ასისტენტ პროფესორი)
** აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი

კონკურში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობაზე აირჩევიან ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით;

საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორმით (ბნუ-ს ელ.ფოსტაზე: info@bnu.edu.ge).

საკონკურსო საბუთების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები: ინდირა ლორთქიფანიძე, ტელ. +995 599 53 22 01; ელ. ფოსტა: i.lortkipanidze@bnu.edu.ge

საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები: კონსტანტინე ბოხუა, ტელ., +995 593 96 39 93; ელ. ფოსტა: e.chikovani@bnu.edu.ge;

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია