Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697214&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ოფისმოლი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"ოფისმოლი" წარმოადგენს ჰიგიენური და საკანცელარიო ნივთების სადისტრიბუციო კომპანიას რომელიც ემსახურება მსხვილ ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. ეს კომპანია სხვებისგან გამოირჩევა პროდუქციის უსაზღვრო არჩევანით, შეთანხმებულ ვადებში მიწოდებით და რაც მთავარია პროდუქციის ხარისხთან შესაბამისი ფასებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://officemall.ge/index.php?route=common/home

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას - პირველი თვე 1000ლ და შემდეგი თვიდან 1300ლ (მზარდი+პრემია+ბონუსი)
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: (10:00-18:00); შაბათი: (10:00-15:00); კვირა: დასვენება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ცემის ქ. 3.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის დაცლა/ხარისხის შესაბამისობის შემოწმება/მიღება/მითვლა/განკუთვნილ ადგილზე განლაგება.
** შეკვეთის ფურცლის მიხედვით მომხმარებლის შეკვეთების აგროვება და გასაცემად გამზადება.
** საწყობის მუდმივი მოწესრიგება.
** პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობის მიღება, ნაშთების კონტროლი.
** პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა.
** სასაწყობე პროდუქციის დაცულობის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიური;
** მოტივირებული;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@gp-group.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია