Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯი პი გრუპი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
ჰიგიენური და საკანცელარიო ნივთების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯი პი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. შპს "ჯი პი გრუპი" ემსახურება მსხვილ ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. ეს კომპანია სხვებისგან გამოირჩევა პროდუქციის უსაზღვრო არჩევანით, შეთანხმებულ ვადებში მიწოდებით და რაც მთავარია პროდუქციის ხარისხთან შესაბამისი ფასებით.

გვაქვს ონლაინ გაყიდვები ვებ-გვერდი: http://www.officemall.ge

ძირითადი მოთხოვნები:

** მუშაობის ცოდნა ბუღალტრულ პროგრამა Fina-ში, ზედნადებების გამოწერა (არცოდნის შემთხვევაში ადგილზე შესწავლა)
** ჰიგიენური და საკანცერაიო ნივთების ზოგადი ცოდნა, ნაშთების კონტროლი და შეცდომების აღმოფხვრა
** საოფისე დოკუმენტების მომზადება (ვაკანსიების და განცხადებების გამოქვეყნება)
** მომხმარებლებთან სატელეფონო, ელფოსტით და ფეისბუქით კომუნიკაცია
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
** თანამშრომლების ყოველდღიური ტაბელის, გაცდენების, შვებულებებისა და day off ების აღრიცხვა
** ტენდერების მოძიება და კონტროლი შესაბამის საიტებზე
** ზოგადი საოფისე საქმეების შესრულება
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:30 - 18:00
** შაბათი 10:00- 15:00
** დასვენების დღე - კვირა

ანაზღაურება: 1500 ლარი (მზარდი) +პრემიები
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ცემის ქ. #3

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gp-group.ge

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://officemall.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე