|
დასახელება:
ცვლის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ფარკონი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "ფარკონი" (Farconi LLC) აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენს შესახებ:
შპს "ფარკონი" 1997 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და წარმოადგენს სუნელ-სანელებლების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს საქართველოში. ჩვენი წარმოება სერტიფიცირებულია $ISO 22000:2018$ საერთაშორისო სტანდარტით, რაც განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა;
** დაგეგმოს და გააკონტროლოს მის ცვლაში მომუშავე პირთა საქმიანობა;
** უზრუნველყოს პროდუქციის დროული დამზადება / აღრიცხვა / დასაწყობება;
** არ დაუშვას ნედლეულის არამიზნობრივი ხარჯვა და წარმოებული პროდუქციის დაზიანება / დაკარგვა, მსგავსი ფაქტის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება არ არის აუცილებელი (შესაძლებელია ადგილზე შესწავლა);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
** მეგობრული და გუნდური კოლექტივი;
** დასვენების დღეები: შაბათ-კვირა
** სამუშაო ადგილი: ქუთაისი, გუმათის დასახლება, ხეთაგუროვის 22 ა
** ანაზღაურება: 1000 ლარიდან
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.beraia@farconi.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|