|
დასახელება:
საკონდიტროს კომი შეფი
|
| მომწოდებელი:
იაკობის ეზო
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს კომი შეფის (დამწყები) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უფროსი საკონდიტრო შეფის დახმარება ყოველდღიურ სამუშაოებში
** დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებელი პროცესში მონაწილეობა
** ინგრედიენტების მომზადება (წონა, დაჭრა, შერევა და სხვ.)
** ნახევარფაბრიკატების მომზადება რეცეპტურის შესაბამისად
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა
** ინვენტარის, ჭურჭლისა და დანადგარების სწორად გამოყენება
** პროდუქციის სწორად შენახვა (ტემპერატურა, ვადები)
** სანიტარიული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკონდიტრო სფეროს მიმართ ინტერესი და სწავლის სურვილი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და დისციპლინის დაცვა
** გუნდში მუშაობის უნარი
** გამოცდილება სავალდებულო არ არის (ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვირეკეთ ნომერზე 599137727.
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, რესტორან "იაკობის ეზოს ", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|