|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
პრაიმ ბეტონი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ფოთის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** ტელეფონის ზარებზე და შემოსულ მეილებზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა
** ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა
** კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
|
|
|
|