|
დასახელება:
პროფესიული განათლების მასწავლებელი - სარესტორნო მომსახურება
|
| მომწოდებელი:
მსოფლიო განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"მსოფლიო განათლების აკადემია" აცხადებს მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სარესტორნო მომსახურების" მიმართულებით პროფესიული განათლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლების პოზიციაზე.
ვაკანსიის დასახელება და რაოდენობა:
პოზიცია: პროფესიული განათლების მასწავლებელი (სარესტორნო მომსახურება).
ფუნქცია-მოვალეობები:
შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ შემდეგი მოდულების სწავლება:
** გაცნობითი პრაქტიკა - სარესტორნო მომსახურება
** სტუმარმასპინძლობის შესავალი
** ღონისძიებების ორგანიზება
** უსაფრთხოების მართვა
** მარკეტინგი და გაყიდვები
** პრობლემური სიტუაციების მართვა რესტორანში
** ფინანსური და საოპერაციო რესურსების მართვა
** კვების ობიექტების მართვა
** სერვისი და სერვირება
** მეწარმეობა
** ჰიგიენა და სანიტარული ნორმები
** ეთიკა და ეტიკეტი მომსახურების სფეროში
** გარემოსდაცვითი საფუძვლები
** ინგლისური ენა მომსახურების სფეროსთვის
** უცხოური ენა (ინგლისური)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ძირითადი პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლების დიპლომი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში ან / და მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება სარესტორნო/სასტუმრო სექტორში. (უპირატესად ჩაითვლება სწავლების გამოცდილება აღნიშნულ სფეროში).
მოწვეული პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტური სამუშაო გამოცდილება და მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.
საერთო მოთხოვნები:
** საკანონმდებლო მასალები: პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ტრანსფერული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ჯგუფის მართვისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისას.
სამუშაო ადგილი: შპს მსოფლიო განათლების აკადემია, ბაღდათი, რუსთაველის ქ. N 24 / ვანი, ჭავჭავაძის ქ. 22
წარმოსადგენი დოკუმენტები: პერსონალური რეზიუმე (CV);
განაცხადის მიღების წესი და ვადები
** ფორმა: ელექტრონული.
** ელ-ფოსტა: info@weaedu.ge (სათაურში მიუთითეთ: მოდულის/მოდულების დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი)
მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი.
აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიის შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|