Робота для біженців з України
კანცელარიის სექტორის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კანცელარიის სექტორის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
შპს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში ცხადდება ვაკანსია საორგანიზაციო განყოფილების კანცელარიის სექტორის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა;
** დოკუმენტაციის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, შესაბამის პირთათვის გაცნობა/გადაცემა, გაგზავნა;
** მოქალაქის მიერ განცხადების დაწერის პროცესის მართვა;
** განყოფილების ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამოცდილება საქმისწარმოების, დოკუმენტბრუნვის საკითხებში;
** საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@gudushauri.ge ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 579 82 83 38, 2 51 87 15 და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კანცელარიის სექტორის მთავარი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე