|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
3D Painter
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
3D Painter წარმოადგენს ინოვაციურ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს 3D გრავირებას კრისტალის სუვენირებში. ჩვენ ვეძებთ შემოქმედებით, ენერგიულ და თანამედროვე ტრენდებზე ორიენტირებული კონტენტ კრეატორს, რომელიც იმუშავებს ბრენდის განვითარებაზე.
მთავარი მოვალეობები:
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და განხორციელება (Instagram, Facebook, TikTok);
** ვიდეოების გადაღება, მონტაჟი და სხვადასხვა ფორმატისთვის ადაპტირება;
** მუშაობა მონტაჟისა და დიზაინის პლატფორმებთან (CapCut, Canva და სხვა);
** კომპანიის გვერდების მართვა: პოსტების გამოქვეყნება, აღწერების შედგენა, ვიზუალური სტილის დაცვა;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია — ინბოქსის და კომენტარების მართვა;
** ბრენდთან შესაბამისი კრეატიული კონცეფციების შემუშავება და იდეების ვიდეო ფორმატში გადმოტანა.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კამერის წინ ჩაწერის გამოცდილება და კომუნიკაბელურობა;
** შემოქმედებითი ხედვა, ინიციატივა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის, ტენდენციებისა და ფორმატების ცოდნა;
** ვიდეო/ფოტო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 213. სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი კვირაში 5დღე 10:00სთ დან 19:00სთ მდე (1 სთ შესვენება) ან კვირაში 6 დღე 10:30 სთ დან 18:00 (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სივი ელ-ფოსტაზე: 3dpainterm@gmail.com Subject: "კონტენტ კრეატორი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 571 696 696.
|
|
|
|