Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=697136&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

შპს "AWARD" აცხადებს არქიტექტორის ვაკანსიას, რომელიც ჩაერთვება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ტექნიკური შენობებისა და ნაგებობების არქიტექტურულ პროექტირებაში. პოზიცია განკუთვნილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორისთვის, რომელსაც შეუძლია არქიტექტურული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და პროექტების სრულ ციკლზე პასუხისმგებლობის აღება.

პოზიციის დასახელება: არქიტექტორი

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ხელფასი: 4000-5000 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქციები და მოვალეობები:

** საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ტექნიკური შენობების არქიტექტურული პროექტირება
** საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეების არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება
** არქიტექტურული კონცეფციების შექმნა და განვითარება
** სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი
** არქიტექტურული გადაწყვეტილებების კოორდინაცია კონსტრუქციულ და საინჟინრო გუნდებთან
** პროექტების ავტორიზებული ზედამხედველობა და არქიტექტურული ხარისხის კონტროლი

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საზოგადოებრივი შენობებისა და ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის დადასტურებული გამოცდილება
** არქიტექტურული პროექტების დამოუკიდებლად შესრულებისა და მართვის უნარი
** AutoCAD-ისა და Archicad-ის სრულყოფილი ცოდნა
** BIM სამუშაო გარემოს პრაქტიკული ცოდნა და სხვა პროფესიული არქიტექტურული პროგრამების გამოყენების გამოცდილება
** მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ღრმა ცოდნა
** ძლიერი სივრცითი აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა

სასურველია:

** Revit-ის ან სხვა BIM პროგრამების ცოდნა
** ურბანული და რეკრეაციული სივრცეების პროექტირების გამოცდილება
** გუნდთან კოორდინაციისა და პროცესების მართვის უნარი

ვთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
** მრავალფეროვან და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას
** პროფესიულ ზრდასა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო გარემოს

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/02/2026.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია