|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Just Advisors
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "Just Advisors" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ოფისი (დისტანციურად მუშაობა - კვირაში 2 დღე)
პოზიციის აღწერა:
მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილად წარმოებაზე, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტესა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სრული ციკლის ორგანიზება და კონტროლი;
** ფინანსური, საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო კანონმდებლობის მონიტორინგი და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** ბანკებთან, საგადასახადო ორგანოებთან და აუდიტორებთან ურთიერთობა;
** შიდა ფინანსური კონტროლის მექანიზმების დანერგვა და მართვა;
** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა;
პირობები და ბენეფიტები:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** კვირაში ორი დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: ana.tskhadadze@justadvisors.ge და სათაურში მიუთითეთ: "მთავარი ბუღალტერი".
|
|
|
|